დავით კოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავით კოდუამ მოქალაქეებთან შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სამონადირეო რეზიდენციაში, საქართველოს ვიცე პრემიერთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გამართა. მმართველი პარტიის წევრებმა მოქალაქეებს ქართული ოცნების პროგრამა გააცნეს, განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
