თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კერძოდ მუხიანში, კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი სივრცეები, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო.
