„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მუსიკოსები, ხელოვანები, ტელეწამყვანები მმართველი პარტიის პოლიტიკას იზიარებენ. ამ გზავნილით ისინი დღესაც შეიკრიბებიან. გლდანის პარკში „გუფი“, ანუკა ცქვიტინიძე, გელა დონაძე, ცირა კობიაშვილი და გიორგი კელაპტრიშვილი, წეროვანში, კი მაია დათუნაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, „რეზო და ბავშვები“, თემო საჯაია და ლადო ჯანელიძე კიდევ ერთხელ გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობას. გუშინ მხარდამჭერი ღონისძიება თბილისში, კიკვიძის პარკში გაიმართა.