IPSOS-ის კვლევა
გავლენიანმა და ავტორიტეტულმა ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ქართული მართლმსაჯულების სანდოობის ხარისხი წელსაც გამოიკვლია. ამ კვლევის შედეგად, რომელიც მეთოდოლოგიის 6 კომპონენტს შეიცავს, ქართული მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არის ძალიან ან მეტწილად კარგი. სულ გამოიკითხა ორი ათასი რესპონდენტი. IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას და ამ შედეგს დღეს როგორც პრემიერი, ისე თავად მოსამართლეები გამოეხმაურნენ. კვლევის შედეგები ყველაზე კარგად აჩვენებს იმ სხვაობას, რაც წლების განმავლობაში სასამართლო სისტემამ განიცადა, განსაკუთრებით 2012 წლამდე არსებული ნაციონალური მოძრაობის დაქვემდებარებაში მყოფი მართლმსაჯულების ფონზე