ზეწოლა ცესკოზე
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური დასკვნა ოპოზიციის ყოველდღიურ რიტორიკას საერთოდ არ ემთხვევა. ცალკეული პრობლემებისა და პოლარიზაციის ფონზეც კი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო გარემოს საკმაოდ მშვიდად მიიჩნევს, თუმცა ეს ცალკეული პრობლემების არსებობას რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს. ეს დასკვნა ოქტომბრის დასაწყისამდე მონიტორინგს მოიცავს, ამ დეტალზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ცესკოს თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება აუცილებლად ყურადსაღები იქნებოდა. გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას აცნობა, ცესკოს თანამშრომლებისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის შესახებ. გარკვეულ ძალებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია რომ მიზნად აქვთ დასახული, ეს უცხო არ არის. როგორც ჩანს დისკრედიტაციას ახლა მუქარაც დაემატა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
