გახარიას მხილება
მაშინ როცა სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით შედარებით უფრო მეტი რესურსის მქონე ოპოზიციური პარტიები შედარებით ნაკლები რესურსის მქონეებს ბარიერის გადალახვის ილუზიას რეიტინგებით მაინც უქმნიან, თავად ასეთ პარტიებს შიდა-კრიზისები და გამოწვევები არ ელევათ. მაგალითად გიორგი გახარიას პარტიიდან წასულები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პარტიის შიგნით არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. ეს პრობლემები კი, მათი თქმით, სხვადასხვაგვარია, როგორც ფინანსური, ისე მორალური. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია, წამოსულების ნაწილისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც თვეების განმავლობაში დაგროვილი სახელფასო დავალიანება