გაყალბებული კვლევა
მანიპულაციური კვლევების მრავალფეროვნებას ამ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია არ უჩივის - გააჩნია დამკვეთს და არხს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ კვლევების აბსურდულობის დასამტკიცებლად მას დროის და ენერგიის დახარჯვა არც უწევს, რადგან ამ საქმეს თავად ოპოზიცია აკეთებს. თუ ერთ კვლევაში ერთი ოპოზიციაა მოწინავე ადგილზე, მეორეზე უკვე სხვა პარტია ლიდერობს. მთავარი არხის დაკვეთით სავანტას შესრულებულ გამოკითხვაში კი, სხვა ტიპის მანიპულაციასაც ვხვდებით. როგორც ჩანს მიზანი იყო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვის შანსი ხაზარაძესაც და გახარიასაც ჰქონოდა, მაგრამ რეიტინგებში გახარიას მაჩვენებელი ხაზარაძეზე მაღალი უნდა ყოფილიყო. თავად ოპოზიცია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ნიკა გვარამიას შეფასებით კი ხაზარაძე გახარიას რეიტინგი, მისი აღქმით მაღალია. ამ თემას დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა
