მოსალოდნელი პროვოკაციები
რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის რადიკალური გეგმები, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მეტ სიმძაფრეს იძენს, მმართველ ძალას ამაზე არაერთხელ უსაუბრია. ის, რაც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა საგამოძიებო უწყებას აცნობა, ამ გეგმების არსებობას მეტ მტკიცებულებას მატებს. საქმე ისაა, რომ ხეჩუაშვილმა თარგამაძის მკვლელობის დამკვეთად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, სწორედ ეს ხეჩუაშვილი 2024 წელს ისევ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შემოსვლას ცდილობდა. ეს ფაქტი კი ყველანაირად ამყარებს მოსაზრებას, რომ მორიგად მორიგი პროვოკაციის შესასრულებლად. პროვოკაციების შესახებ საზოგადოებას პრემიერმა ერთხელ უკვე აცნობა, დღეს კი არსებული ინფორმაციისა და ჩვენების ფონზე, სამართალდამცველებს მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
