დღეს ლანჩხუთში „ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა
დღეს ლანჩხუთში „ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა. ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული. ქალაქის ცენტრში გამოფენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამზარეულო. დღესვე ლანჩხუთის მერმა საპატიო ლანჩხუთელები დააჯილდოვა. ღონისძიება ანუკი ცქვიტინიძის, გელა გნოლიძისა და ,,რეზო და ბავშვების" კონცერტით დასრულდება