კრწანისის რაიონში ტრადიციულად „გრიშაშვილობის“ დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო
კრწანისის რაიონში ტრადიციულად „გრიშაშვილობის“ დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში თეატრალიზებული სანახაობა გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის გაცოცხლდა ძველი თბილისური სცენები. ღონისძიებას თეატრმცოდნე და წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა
