ახალციხის ციხეზე, მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა
ახალციხის ციხეზე, მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი აქტივობები მოეწყო. ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კულტურულ ნიმუშებს და ტრადიციულ სამზარეულოს. მულტიკულტურული ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის და მისი ბენდის კონცერტით დასრულდა. ღონისძიება მერიის ორგანიზებით ჩატარდა
