იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ზესტაფონსა და ხარაგაულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ზესტაფონსა და ხარაგაულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად ზესტაფონში, ქალაქის მეორე და მეოთხე საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაცია ხორციელდება. ხარაგაულში, სოფელ კიცხში უკვე დასრულდა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა
