განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს. მინისტრმა პედაგოგებს მასწავლებლების მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით სამომავლო ხედვები გააცნო და მათთან სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა კითხვა პასუხის რეჟიმში განიხილეს, როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკა, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები
