ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ინოვაციების, შესაძლებლობებისა და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. ამის შესახებ-პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს უმაღლესი დონის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საერთაშორისო აიტი სკოლებს, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო აქსელერატორებს და ინკუბატორებს
