სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა
გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე დაესწრნენ. გერმანული ორგანიზაციის ექსპერტ აუდიტორებმა მონიტორინგი განახორციელეს სამხედრო ჰოსპიტლის ყველა დეპარტამენტში
