სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,სარფში" საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მიმდინარეობს გამოძიება
