ირაკლი კობახიძის განცხადება
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი პატარა რგოლი იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზეც ისაუბრა თქვა, რომ კონსტიტუციის დამრღვევმა ზურაბიშვილმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს თანამდებობა
