პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ უწყებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ უწყებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ. პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რათა საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. „ქართულ ოცნებაში“ გამართული ბრიფინგის დროს, ირაკლი კობახიძემ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო. ირაკლი კობახიძის თქმით, პირი, რომელიც 2016 წელს წინა საარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა, გონივრული ვარაუდია, რომ ასეთ ნაბიჯზე მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს