საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე ტურის მატჩი ჩაატარა და პირველი მარცხი განიცადა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე ტურის მატჩი ჩაატარა და პირველი მარცხი განიცადა. ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად უკრაინის ნაკრებთან 0:1 წააგო. მე-12 წუთზე სტადიონზე განათების პრობლემის გამო თამაში დროებით შეჩერდა. ჩვენი ქვეყნის გუნდისთვის ეს ერთა ლიგაზე ისტორიაში მეორე მარცხია, ხოლო 2020 წლის შემდეგ პირველი. ჯგუფში საქართველო და ჩეხეთი ექვს ექვსი ქულით ლიდერობენ, უკრაინას და ალბანეთს სამ-სამი ქულა აქვთ. ქართველი ფეხბურთელები შემდეგ შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს, თბილისში ჩაატარებენ
