ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია სახელწოდებით, „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია სახელწოდებით, „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელების ფაქტი, რაც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით. საქართველოს მიერ ინიციირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევრო კავშირის, ბულგარეთის, იაპონიის, ლუქსემბურგისა და ფინეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს
