არჩევანზე. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მშვიდობასა და ომს, სუვერენიტეტსა და უცხოეთის მორჩილებას შორის - ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია დამოკიდებულია ერთიანობასა და სწორ არჩევანზე. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ ამის შემდეგ ომის დანაშაულის გამო ყველა მოღალატეს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს, ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე სატელიტი პარტიები კი, კონსტიტუციით აიკრძალება. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ დაიწყება მუშაობა აფხაზ და ოს ხალხთან შერიგებისა და ნდობის აღდგენაზე.