ხეჩუაშვილმა საგამოძიებო უწყებას , ჩვენება მისცა და 2016 წელს აფეთქების საქმის დეტალებზე ალაპარაკდა
ხეჩუაშვილმა საგამოძიებო უწყებას , ჩვენება მისცა და 2016 წელს აფეთქების საქმის დეტალებზე ალაპარაკდა. მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა,რომ შოთა ჭიჭიაშვილსა და მას შორის შეხვედრის დროს ითქვა, რომ ჭიჭიაშვილი შეხვდა გია ლორთქიფანიძეს და მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილმა კი თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს, გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა. ჭიჭიაშვილმა კი საქმეში დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო. საქმის დეტალებზე და ხეჩუაშვილის ჩვენებაზე დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს
