ქართველი ქომაგებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება
ქართველი ქომაგებისთვის დღეს რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ორი საათით ადრე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ჰიპ ჰოპის შემსრულებლების კონცერტი. იქნება სხვადასხვა თემატური სივრცეები, მათ შორის საბავშვო გასართობი აქტივობები. მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.