დედაქალაქის მერმა მთაწმინდის რაიონში ლადო ასათიანის 50 ნომერში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა
დედაქალაქის მერმა მთაწმინდის რაიონში ლადო ასათიანის 50 ნომერში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა. ცენტრში განთავსებულია სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, ფიტნეს და სატრენაჟორო სივრცეები. ცენტრს ეტაპობრივად სხვა პროგრამებიც დაემატება.
