კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები ემზადებიან
კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები ემზადებიან და ცდილობენ გუნდურად შეიმუშაონ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე -„როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“. ოლიმპიადაზე ნამუშევრების მიღება 16 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, ჟიური ორ გამარჯვებულ სკოლას გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია თანამედროვე მედია ლაბორატორიას მოუწყობს. ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის აქტიურად ემზადებიან სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც გუნდურად, კონკურსის მთავარ კითხვაზე საპასუხოდ საკონკურსო ნაშრომს ამზადებენ.
