პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სამსახურის უფროსმა სამსახურის მიერ შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმასა და შესრულებაზე ისაუბრა. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საერთაშორისო პრაქტიკის განხილვას დაეთმო. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
