სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები, სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები, სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, სამხრე კამერების და ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორების მუშაობას, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. ახალი სისტემა საგამოძიებო ორგანოს მისცემს საშუალებას, გამოძიების პროცესში მოიპოვოს ვიდეო მტკიცებულებები, დაამკვიდროს გამოძიების წარმოების თანამედროვე სტანდარტები, უწყვეტი ვიდეომონიტორინგის გზით უფრო მეტად დაცული გახადოს დაკავებული პირების უფლებები და ამ გზით უზრუნველყოს მაღალი ხარისხით საგამოძიებო პროცესის წარმართვა.
