განხილვა ბუნდესტაგში და უარგუმენტო კრიტიკა საქართველოში მიღებულ კანონებზე
განხილვა ბუნდესტაგში და უარგუმენტო კრიტიკა საქართველოში მიღებულ კანონებზე. გერმანელი დეპუტატების ნაწილი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა შესახებ კანონებს ისე აკრიტიკებს, რომ შინაარსში არ შედიან და მხოლოდ ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლებიან. საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ასე ჰქვია რეზოლუციას, რომელიც ბუდეგსტაგში მიიღეს და რომელსაც მხარი არ დაუჭირა ალტერნატივა გერმანიისთვის და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. მემარცხენეების გაერთიანებამ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ბუნდესტაგში გაკეთდა განცხადებები იმის შესახებაც, რომ მსგავსი რეზოლუციები უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
