ბათუმში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო რეგიონული შეხვედრისას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლა სწორედ აჭარასა და ამ კუთხის უნიკალურობაზე საუბრით დაიწყო
ბათუმში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო რეგიონული შეხვედრისას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლა სწორედ აჭარასა და ამ კუთხის უნიკალურობაზე საუბრით დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა აჭარაში 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონი საკუთარ ქვიშის მოედნად აქცია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ახლა ხელისუფლება ემსახურება ხალხს, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საკუთარ მოვალეობას ასრულებენ.