საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია. გოგიტა თოდრაძემ სტუდენტებთან დეტალურად ისაუბრა 2024 წლის აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ.მისი თქმით, სტუდენტებს სპეციალური ტრენინგის შემდეგ, აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, ხოლო პერიოდი ორ კვირას მოიცავს.
