ევროკომისიის მიერ წარდგენილი „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს ევროსტრუქტურაში ფაქტობრივად გაჩერებულია
ევროკომისიის მიერ წარდგენილი „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს ევროსტრუქტურაში ფაქტობრივად გაჩერებულია. ამის მიზეზი, შესაძლოა იყოს ორგანიზაცია „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებული ანგარიში - „დემოკრატიის დაცვის დირექტივა და მის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობის დეტალური მიმოხილვა“. მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ: „წარსულში, ევროკავშირი კრიტიკულად იყო განწყობილი სხვა ქვეყნებში მიღებული „უცხოური აგენტების“ კანონის მიმართ, მაგალითად, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკაში. ამ დირექტივის მიღება ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაკარგავს ლეგიტიმური კრიტიკის უნარს დისკრიმინაციული კანონების მიმართ მთელ მსოფლიოში“.
