ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას პრემიერ მინისტრი აფასებს
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე გადაცემა თავისუფალ სივრცეში ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდნენ და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი.
