გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოში აფასებენ
გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას , სადაც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ მოხდება და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მიღებული კანონი უნდა გაუქმდეს - საქართველოში აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც მოკლევადიანი მიზნების გამო, 30 წლიან განსაკუთრებულ მეგობრობას ძირს უთხრიან.
