განხილვა ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ
განხილვა ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ ასე ჰქვია გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში 10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას. ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. „მემარცხენეების“ პარტიამ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. განხილვის მთავარი საკითხები გამჭვირვალობისა და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონები იყო. კრიტიკისას კი დეპუტატები კანონების შინაარსში არ შესულან. გაკეთდა განცხადებები იმის შესახებაც, რომ მსგავსი რეზოლუციები უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
