საქართველოს ფოსტამ მსახიობ ოთარ კობერიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა
საქართველოს ფოსტამ მსახიობ ოთარ კობერიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა. პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში გაიმართა, სადაც საიუბილეო მარკასთან ერთად, მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია გამოიფინა. ღონისძიებაზე, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, მუზეუმს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. ქართული მარკა, უკვე მიმოქცევაშია და საქართველოს მასშტაბით ფოსტის სერვის ცენტრებშია ხელმისაწვდომი
