ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ევროდეპუტატებმა 495 ხმით მიიღეს, უკვე შეფასდა, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოწოდება ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნისკენ
ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ევროდეპუტატებმა 495 ხმით მიიღეს, უკვე შეფასდა, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოწოდება ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნისკენ. მმართველი გუნდი ყურადღებას ამახვილებს რეზოლუციის ჩანაწერზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს პირდაპირ ნიშნავს ქართული ეკონომიკის განადგურებას. რეზოლუცია, რომელსაც მმართველი გუნდი ქართველი ხალხის ინტერესებს აცდენილს უწოდებს, მოსწონს ოპოზიციას
