21-წლამდე ნაკრები დღეს შვედეთს დაუპირისპირდება
დღეს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა შეხვედრას სტუმრად, შვედეთთან ჩაატარებს. სხვადასხვა მიზეზის გამო, გუნდს საბა საზონოვი, გაბრიელ სიგუა, დავით ზურაბიანი და ლუკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან. რვა ტურის შემდეგ ქართველები მეორე პოზიციაზე არიან და მესამეზე მყოფ შვედებს ორი ქულით უსწრებენ. პირველ ადგილზე კი 27 ქულით ნიდერლანდების ნაკრებია. თამაში თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.