ხაშურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი გრძელდება
ხაშურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციის პროექტი გრძელდება. დავით კაკიაშვილის სახელობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა 440 მოსწავლისთვისაა გათვალისწინებული. საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდება და ის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
