ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იოსებ ჭელიძემ და ალექსანდრე დარახველიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს. ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
