ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნაცმოძრაობამ საპროტესტო აქცია დააანონსა, თუმცა მათ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნაცმოძრაობამ საპროტესტო აქცია დააანონსა, თუმცა მათ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა. რადიკალები გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს შუალედურ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს სასამართლოს თავმჯდომარისთვის საპროტესტო ბანერების გადაცემა სურდათ, თუმცა წესის შესაბამისად , მანდატურის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
