„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასა და ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე, პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასა და ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე, პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. საარჩევნო პროგრამა სიღარიბის, უმუშევრობის დაძლევის გეგმებს ითვალისწინებს, ასევე, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებას აქვს კარგი პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის, ბიზნესი არის თავისუფალი, არის მშვიდობა, ეს ძირითადი ფაქტორები ეკონომიკის სწრაფად განვითარების საშუალებას იძლევა.
