მდინარაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის დასკვნის გადადება იმის მანიშნებელია, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ევროკომისიის დასკვნის გადადება იმის მანიშნებელია, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე. ცნობისთვის, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება 20 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა, დოკუმენტის გასაჯაროებამ კი არჩევნების შემდეგ, 30 ოქტომბრისთვის გადაიწია.
