კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ შენობაში მუდმივმოქმედი გამოფენები ამოქმედდა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ შენობაში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მუდმივმოქმედი გამოფენები ამოქმედდა. გამოფენებზე წარმოდგენილი ექსპონატების დიდი ნაწილი აქამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი და მათ საზოგადოება პირველად იხილავს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზებში წარმოდგენილია მუზეუმის კოლექციების სამი დიდი ექსპოზიცია.
