„საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024“- კონკურსი თბილისში ჩატარდა
„საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024“- კონკურსი თბილისში ჩატარდა. საუკეთესო სომელიეს ტიტული მეღვინემ და სომელიემ, საბა ქიტიაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე საქართველოს წარმოადგენს. კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
