ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ბათუმის სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცეს. 2024 წელს აჭარის რეგიონში, ჯამში, 396 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან 180 ბათუმის სკოლებში სწავლობს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ.
