პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 ადამიანი დააკავა
პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს მკვლელობის და ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში, ავტომანქანის განადგურების მიზნით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა , კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
