იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერსა და ბიძინა ივანიშვილის მორიგ ქველმოქმედებაზე "იმედი ლაივში" ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა
იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერსა და ბიძინა ივანიშვილის მორიგ ქველმოქმედებაზე "იმედი ლაივში" ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელნაწერი უდიდესი საგანძურია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კი ყოველთვის მიმართულია ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ. პირველად ისტორიაში, ბერ, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია. უნიკალური საგანძური საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა, რომელმაც 979 წლით დათარიღებული წიგნი კრისტის აუქციონზე, მილიონ 250 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
