“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კახეთში ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კახეთში ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი ძირითადად, საარჩევნო გარემოს და ამ მხრივ რეგიონში არსებულ ვითარებას ეხებოდა. პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ 26-ს ოქტომბერს კახელები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება.
