11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება
11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება. კახა კალაძის თქმით , პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, კონცერტი გაიმართება. დაგეგმილი მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
