ბათუმის მერი სამუშაო ვიზიტით თურქეთის ქალაქ იღდირში იმყოფება
ბათუმის მერი სამუშაო ვიზიტით თურქეთის ქალაქ იღდირში იმყოფება, სადაც თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ლიფტები დაათვალიერა და ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო.ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2025 წლის 10 დეკემბრამდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტები ჯამში 98 მისამართზე დამონტაჟდება.ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა მოსახლეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ღირებულების 1% -ს საბინაო ამხანაგობა ფარავს, დანარჩენი 99% ბიუჯეტიდან ფინანსდება.
